Friday, December 6, 2013

გაკვეთილის გეგმა _
1,გაკვეთილის თემა_მარილები.
2,სწავლების საფეხური-საბაზო მე 9 კლასი.ქიმია.
3.მოსწავლეთა რაოდენობა-20
4.აქტივობები და მათი მიზნები-საშინაო დავალების შემოწმება,წინარე მასალის გამეორება,ცოდნის გამტკიცება.აქტივობა 1-კითხვა -პასუხი.ვეკითხები თუ რა იციან მარილების შესახებ,მათი გამოყენების სფეროები.
                                                         აქტივობა2-სახელმძღვანელოში არსებული მასალისა და სავარჯიშოების გარჩევა და გაანალიზება.
                                                        აქტივობა 3-მოსწავლეთა ჩართვა ინდივიდუალურ და ჯგუფურ სამუშაოში.
                                                      აქტივობა4-ვახდენ თემის გამთლიანებას და გამტკიცებას
                                                       აქტივობა 5-საშინაო დავალება.სახელმძღვანელოდან და კრებულიდან/
5.ესგ.განსაზღვრული მისაღწევი შედეგები და ინდიკატორები-ქიმ.9.5.მოსწავლეს შეუზლია მეტალთა და არა მეტალთა თვისებების კვლევა.მოსწავლე ასახელებს ზოგიერთ მარილს,მათი გამოყენების სფეროს ყოფა-ცხოვრებაში.მსჯელობს ნაერთა კლასებს შორის ურთიერთკავშირსა და ურთიერთგარდაქმნაზე.
6.თანმიმდევრობა-ა)მისალმება1 წთ
                                    ბ)წინარე მასალის განმეორება-(10წთ)
                                     გ)გაკვეთილის ა ფაზა გამოწვევა.კითხვა 0-პასუხი(5წთ)
                                      დ)გაკვეთილის ბ ფაზა ცოდნის კონსტრუირება,სავარჯიშოებზე მუშაობა(15წთ)
                                       ე)გაკვეთილის ც ფაზა გამთლიანება რეფლექსია.ინდივიდუალური და ჯგუფური მუშაობა(10წთ)გაკვეთილის გამტკიცების და უკეთ გააზრების მიზნით მოსწავლეები ასრულებენ პარაგრაფის ბოლოს მოცემულ სავარჯიშოებს.გაკვეთილის ბოლოს საშინაო დავალების განმარტება(4წთ)
7)შეფასება-შეფასება მოხდება რუბრიკის გამოყენებით,ვიყენებ როგორც განმსაზღვრელ ასევე განმავითარებელ შეფასებას.1-5 ქულა.გამოსახავს ან ვერ გამოსახავს მარილის შედგენილობას.ქიმიური ფორმულით,მხოლოდ ცალკეულ შემთხვევაში.ადგენს ან ვერ ადგენს მარილის სახელწოდებას მხოლოდ ცალკეულ შემთხვევაში.შეუძლია ან არ შეუძლია მარილის ფორმულის ამოცნობა სხვა ნივთიერებათა ფორმულებს შორის მხოლოდ ცალკეულ შემთხვევაში
6-8ქულა-გამოსახავს მარილის შედგენილობას ქიმიური ფორმულით უმრავლეს შემთხვევაში.ადგენს მარილის სახელწოდებას უმრავლეს შემთხვევაში.შეუძლია ქიმიური ფორმულის მიხედვით მარილის ამოცნობა უმრავლეს შემთხვევაში
9-10ქულა-გამოსახავს მარილის შედგენილობას ქიმიური ფორმულით ნებისმიერ შემთხვევაში.ადგენს მარილის სახელწოდებას ნებისმიერ შემთხვევაში.შეუძლია ქიმიური ფორმულის მიხედვით მარილის ამოცნობა ნებისმიერ შემთხვევაში
8)საკლასო მენეჯმენტი საგანმანათლებლო რესურსი-სახელმძღვანელო,რვეული,თვალსაჩინო მასალა,ცარცი,დაფა,პერიოდულობის სისტემა.მარილების ნიმუშების გაცნობა.კომპიუტერი,პროექტორი.

Sunday, December 1, 2013

პერიოდული სისტემა და ატომის აღნაგობა

1 პროექტის სახელწოდება
2 პროექტის მ;ავარი იდეა 1-2 წინადადები;
3 პროექტის აქტუალობა
4პროექტის მიზნები
5მონაწილეთა ასაკი
6ვადები ხანგრძლივობა
7მოსალოდნელი შედეგები ~ პროდუქტები რაც შეიხლება შეიქმნას
8პროექტისათვის მზადება
9პროექტის მსვლელობა
10საგნებთან / საგნობრივ ჯგუფებთან/ ეროვნულ სასწავლო გგმასთან კავსირი
11პროექტის ხელმძღვანელი(მასწავლებელი)
12ხელმძღვანელის ელ. ფოსტა  nanadarsalia20@gmail.com
13. პროექტის ვებ–გვერდი / ბლოგი:
   ----------------------------------------------------------------------------------------------------------
1.პროექტის სახელწოდება-;ვიტამინები:
2.პროექტის მთავარი იდეა-ვიტამინების როლი ადამიანის ორგანიზმისთვის .განსაკუთრებით მნიშვნელობანი c d a b1 ვიტამინები.საკვები ვიტამინები
3.პროექტის აქტუალობა-პროექტი იქნება;პროექტი იქნება კონკრეტული და მოსწაავლეებში ავამაღლებ მოტივაციას .მათ ავუხსნი ჯერ კიდევ მე 19 საუკუნეში მეცნიერებმა აღმოაჩინეს ,რომ არსებობს დავალება რომელიც აზიანებს ნერვულ სისტემას და რომელიც გამოწვეულია საკვებში რომელიღაც განსაკუთრებული ნივთიერების უკმარისობით.1912 წელს პოლონელმა მეცნიერმა კაზიმეჟ ფუნკმა ბრინჯისგან გამოყო ეს განსაკუთრებული ნივთიერება და მას ვითამინი უწოდა.ვიტამინი წარმოდგება ლათინური სიტყვისაგან :ვიტა:და ქართულად ნიშნავს :სიცოცხლეს:
დღეს ეს სიტყვა ველამ იცის ,თუმცა რა ფუნქცია აკისრია ვიტამინებს ორგანიზმში ,საიდან მიეწოდება ვიტამინები  ორგანიზმს ,რა სახის ვიტამინებია დღეისათვის ცნობილი ამის შესახებ ადამიანებმა ნაკლებად იციან.
4.პროექტის მიზნები-ზოგიერთი ვიტამინის ქიმიური შედგენილობის,ქიმიური ფორმულის დადგენა,ვიტამინების შემცველობა საკვებ პროდუქტში.ადამიანის დღიური ნორმა ვიტამინებთან მიმართებაში ზოგიერთი ვიტამინის ფუნქცია ადამიანის ორგანიზმში.მაგალითად ც ვიტამინი ინფექციისგან იცავს,ხოლო დ ვიტამინი და კალციუმი ძვლებისა და კბილების სიმაგრეს უზრუნველყოფს.ადამიანს ძირითადად 13 ვიტამინი სჭირდება.a c d e k და 8 სხვა და სხვა .ბ ვიტამინი ჯანსაღი საკვების მიღებიტ ორგანიზმს ყველა ის ვიტამინი მიეწოდება,რომელიც ბევრ მნიშვნელოვან ქიმიურ პროცესში მონაწილეობს
                      5. მოსწავლეთა ასაკი-16-17 წლამდე
6-ვადები ,ხანგრძლივობა-ერთი თვე.
7-მოსალოდნელი შედეგები-პროდუქტები რაც შეიძლება შეიქმნას :შეისწავლიან საკვებ პროდუქტებში არსებული ვიტამინების შედგენილობას
8.პროექტისთვის საირო ძირითადი რესურსები-სინჯარები,ზეითუნის ზეთი,მზესუმზირის ზეთი.fece3 ის ერთ პროცენტიანი ხსნარი.ვაშლის წვენი,იოდის 5 პროცენტიანი ხსნარი.სხვა და სხვა ჯიშის ვაშლი.
9.პროექტის მსვლელობა-ა ვიტამინის აღმოჩენა  მზესუმზირის ზეთში,შესადარებლად ცდას ზეითუნის ზეთშიც ვატარებთ.სინჯარაში მოვათავსოთ 1 მლ მზესუმზირის ზეთიდა დავამატოთ 2 -3 მლfe ce 3 ის ერთ პროცენტიანი ხსნარი.   A ვიტამინის არსებობის შემთხვევაში წარმოიქმნება კაშკაშა მწვანე შეფერილობა .                                                   

C-ვიტამინის აღმოჩენა სხვა და სხვა ჯიშის ვაშლში.შევარჩევთ სამ სხვა და სხვა ჯიშის ვაშლს .ექსპერიმენტს ვატარებთ შემდეგნაირად.სინჯარაში ვასხამთ 2მლ ვაშლის წვენს და ვამატებთ 10 მლ წყალს,შემდეგ ვამატებთ სახამებლის ბუბკოს.წვეთ -წვეთად დავამატებთ იოდის ხსნარს,ლურჯი შეფერილობის წარმოქმნამდე,რომელიც არ ქრება 10-15 წტ ის განმავლობაში.ეს ტექნიკა დაფუძნებულია იმ გარემოებაზე, რომ ასკორბინის მჟავას მოლეკულები ადვილად  იჟანგება იოდით,როგორც კი იოდი მთლიანად დაჟანგავს ასკორბინმჟავას,მომდევნო წვეთი ურთიერთქმედებსსახამებელთანდა ხსნარი ლურჯად შეიფერება.წვეთების რაოდენობის მიხედვით შესაძლებელია მიახლოებით დავადგინოთ სხვა და სხვა ჯიშის ვაშლში C ვიტამინის რაოდენობა. C ვიტამინის შედარებით რაოდენობაზე  შეიძლება ვიმსჯელოთ იოდის ხსნარის წვეთების რაოდენობის მიხედვით ,რომელიც ასკორბინის მჟავას მოლეკულების დაჟანგვაზე იხარჯება.
10-.საგანობრივ ჯგუფებთან ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი-ამ პროექტზე მუშაობით მოსწავლეები სეძლებენ საგანთან შორის კავშირის დამყარებას (მაგალითად;ბიოლოგია, ქიმია)შეძენილი ცოდნის პრაქტიკულ გამოყენებას კონკრეტული ამოცანის გადასაწყვეტად.
11.პროექტის ხელმძღვანელი:ნანა დარსალია
12-ხელმძღვანელის ელ ფოსტა-nanadarsalia20@gmail.com
13-პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი:nanadarsalia20.blogspot.com

Thursday, November 28, 2013

გაკვეთილის პრეზენტაცია
მენდელების პერიოდულობის სისტემა და ატომის აღნაგობა.

1-მე 19 საუკუნის დასასრულს რუსმა ქიმიკოსმა დიმიტრი მენდელევმა ყველა ქიმიური ელემენტი სისტემურად დაალაგა და პერიოდულ ცხრილში თავისი ადგილი მიუჩინა
.ცხრილის ყოველ რიგში ელემენტები ატომური წონის მიხედვით არის დალაგებული ყველაზე მსუბუქიდან ყველაზე მძიმე ელემენტამდე,ხოლო ყოველი სვეტი ,თავის მხრივ მსგავსი თვისებების მქონე ელემენტების ჯგუფს წარმოადგენს
2/ქიმიური ელემენტები ის ძირითადი ნივთიერებებია ,რომეთაგანაც შედგება ყველაფერი ,რაც დედამიწაზე და მთელ სამყაროში არსებობს ჩვენი ჩათვლით,ბუნებაში 90 ელემენტია ნაპოვნი.მეცნიერებმა ყოველ ელემენტს სახელი დაარქვეს და შესაბამისი სიმბოლო მიანიჭეს .დედამიწაზე ყველაზე გავრცელებული ელემენტებია ჟანგბადი და სილიციუმი.
3.ყოველი ნივთიერება პაწაწინა ნაწილაკებისაგან შედგება,რომლებსაც ატომები ქვია,ისინი ხსირად ჯგუფებად ,მოლეკულებად არის თავმოყრილი .ატომები იმდენად პატარაა,რომ მიკროსკოპშიც არ ჩანს.
4.ატომი შედგება ელექტრონების ,პროტენებისა და ნეიტრონები ერთადაა თავმოყრილი ბირთვში .მის გარშემო გაცილებით მსუბუქი ელექტრონები მოძრაობენ.სხვა და სხვა ელემენტის ატომები სხვა და სხვა რაოდენობის ნაწილაკებისაგან შედგება ყველაზე მსუბუქ ელემენტს წყალბადს ბირთვში ერთადერთი პროტონი აქვს ,ხოლო ერთ ერთ უმძიმეს ელემენტს ურანს 92- პროტონი.
5.მარტო.ის რად ღირს ,რომ დღეს ნებისმიერ ჩვენგანს შეგვიძლია პერიოდული სისტემის მიხედვით ნებისმიერი ელემენტი დავახასიათოთ ,გავიგოთ მისი ატომური მასა პროტონების ელექტრონების, ნეიტრონების რაოდენობა,მისი ვალენტობა
6.პერიოდულობის კანონმა დასაბამი მისცა თანამედროვე ქიმიას .გახდა იგი ერთიანი მთლიანი მეცნიერება.დღეს პერიოდულ სისტემაში ყველა ქიმიურ ელემენტს თავისი ზუსთად განსაზღვრული ადგილი აქვს ,მის საფუძველზე ზუსთად შეგვიძლია ვიწინასწარმეტყველოთ სად მოთავსდება რომელიმე ახლად აღმოჩენილი ქიმიური ელემენტი და როგორი თვისებები ექნება მას ,ჯერჯერობით არ აღმოუჩენიათ ელემენტი,რომლისთვისაც არ მოიძებნება ადგილი ამ სისტემაში.
7.მენდელეევის პერიოდულ სისტემაში უკვე შეივსო ცარიელი ადგილები,მაგრამ ალბათ პერიოდულობის კამონმა ჯერ კიდევ ვერ ამოწურა თავისი შესაძლებლობები,ალბათ კვლავ აღმოჩნდება ახალი ელემენტები და მრავალ ახალ საიდუმლოს ახდის ფარდას.
8.გაინტერესებთ ალბათ ის ქართველები ,რომლებმაც წვლილი შეითანეს პერიოდული სისტემის განვითარებაში.პეტრე მელიქიშვილის -ქართველ მეცნიერს ,რომლის გამოკვლევებზე დაყრდნობით მენდელეევმა ქიმიურ ელემენტ პრაზეოლიუმს პერიოდულ სისტემაში სათანადო ადგილი მიუჩინა.
9.პერიოდულობის კანონი ბუნეის ზოგადი კანონია ,თვისებების თანდათანობითი ცვლილებადა პერიოდულობა .სამართლიანია ბუნების მრავალი მოვლენისათვის.მაგ:დედამიწა თავისი ღერძის გარშემო ბრუნავს და დღეს ღამე მოსდევს ,ღამეს დღე და ასე მეორდება დაუსრულებლივ პერიოდულად ზაფხულს ცვლის შემოდგომა .შემდეგ ზამთარი და გაზაფხული მოდის
10.პერიოდულ სისტემ,აში ქიმიური ელემენტები განლაგებულია ატომბირთვის მუხტის ზრდის მიხედვით,მის ზრდასთან ერთად პერიოდულად იცვლება ელექტრონთა რიცხვი ელემენტის ატომის გარე შრეზე,
ამიტომ ელემენტებისა და მათი ნაერთების თვისებები იცვლება პერიოდულად .ელემენტის ადგილს პერიოდულ სისტემაში გვიჩვენებს ატომური ნომერი ,რომელიც  განსაზღვრულია პროტონების რიცხვით.პერიოდულ სისტემაში პერიოდის ნომერი გვიჩვენებს ელექტრონული შრეების ,რიცხვს ელემენტის ატომში .ელექტრონთა რიცხვი Aჯგუფის ელემენტების გარე ენერგეტიკულ დონეზე კი ემთხვევა ჯგუფის ნომერს.
11.პერიოდულობის კანონმა მრავალ აღმოჩენას მისცა ბიძგი მეცნიერებაში .აქ პერიოდულ სისტემაში ვხედავთ ბუნების განვითარების ზოგად საყოველთაო  კანონებს ;1-რაოდენობრივი ცვლილებების თვისებრივში გადასვლის კანონს 2)დაპირისპირებულთა ერთიანობისა და ბრძოლის კანონს.3)უფრო მარტივიდან ყფრო რთულისკენ.4)უარყოფის უარყოფის კანონს
11 მენდელეევის მიერ პერიოდული სისტემის გამოქვეყნებამდე სულ რაღაც 5 წლით ადრე 1864 წელს ინგლისელი ქიმიკოსი ჯონ ნიულენდსი აღნიშნავდა ,რომ თუ ქიმიური ელემენტებს ატომური მასის ზრდის მიხედვით განვალაგებთ ,დაწყებული რომელიმე ელემენტიდან ,ყოველი მერვე ელემენტი საწყისი ელემენტის მსგავსი იქნება.ამ წესს ქიმიკოსმა :ოქტავების წესი :უწოდა.1865  წელს კი ჯონ ნიულენდსმა გამოაქვეყნა ცხრილი.რომელშიც ქიმიური ელემენტები განლაგებული იყო :ოქტავების წესის მიხედვით.მაგრამ მან ვერ პოვა აღიარება და დიდი ხნით დავიწყებას მიეცა .
„12 პერიოდული სისტემა არის ქიმიური ელემენტების ბუნებრივი კლასიფიკაციის ასახვა ,რომელიც ეფუძნება ამ ელემენტის ატომთა ელექტრონულ აგებულებას.ატომბირთვის მუხტის ზრდასთან ეღად პერიოდულად იცვლება ქიმიური ელემენტის ატომთა გარე ელექტრონული გარსის აგებულება ,შესაბამისად ამ ელემენტების თვისებები.ქიმიური ელემენტებისა და მისი ნაერთების თვისებების შესახებ მსჯელობა შესაძლებელია ამ ელემენტის მდებარეობის მიხედვით პერიოდულ სისტემაში.
13.პერიოდულობის კანონი სამყაროს ზოგადი კანონია .მისი შესწავლისას ჩვენს თვალწინ გადაიშალა სამყაროს ძირითადი კანონზომიერებანი.

ეს  არის  ცემი  პოსტი