Friday, December 6, 2013

გაკვეთილის გეგმა _
1,გაკვეთილის თემა_მარილები.
2,სწავლების საფეხური-საბაზო მე 9 კლასი.ქიმია.
3.მოსწავლეთა რაოდენობა-20
4.აქტივობები და მათი მიზნები-საშინაო დავალების შემოწმება,წინარე მასალის გამეორება,ცოდნის გამტკიცება.აქტივობა 1-კითხვა -პასუხი.ვეკითხები თუ რა იციან მარილების შესახებ,მათი გამოყენების სფეროები.
                                                         აქტივობა2-სახელმძღვანელოში არსებული მასალისა და სავარჯიშოების გარჩევა და გაანალიზება.
                                                        აქტივობა 3-მოსწავლეთა ჩართვა ინდივიდუალურ და ჯგუფურ სამუშაოში.
                                                      აქტივობა4-ვახდენ თემის გამთლიანებას და გამტკიცებას
                                                       აქტივობა 5-საშინაო დავალება.სახელმძღვანელოდან და კრებულიდან/
5.ესგ.განსაზღვრული მისაღწევი შედეგები და ინდიკატორები-ქიმ.9.5.მოსწავლეს შეუზლია მეტალთა და არა მეტალთა თვისებების კვლევა.მოსწავლე ასახელებს ზოგიერთ მარილს,მათი გამოყენების სფეროს ყოფა-ცხოვრებაში.მსჯელობს ნაერთა კლასებს შორის ურთიერთკავშირსა და ურთიერთგარდაქმნაზე.
6.თანმიმდევრობა-ა)მისალმება1 წთ
                                    ბ)წინარე მასალის განმეორება-(10წთ)
                                     გ)გაკვეთილის ა ფაზა გამოწვევა.კითხვა 0-პასუხი(5წთ)
                                      დ)გაკვეთილის ბ ფაზა ცოდნის კონსტრუირება,სავარჯიშოებზე მუშაობა(15წთ)
                                       ე)გაკვეთილის ც ფაზა გამთლიანება რეფლექსია.ინდივიდუალური და ჯგუფური მუშაობა(10წთ)გაკვეთილის გამტკიცების და უკეთ გააზრების მიზნით მოსწავლეები ასრულებენ პარაგრაფის ბოლოს მოცემულ სავარჯიშოებს.გაკვეთილის ბოლოს საშინაო დავალების განმარტება(4წთ)
7)შეფასება-შეფასება მოხდება რუბრიკის გამოყენებით,ვიყენებ როგორც განმსაზღვრელ ასევე განმავითარებელ შეფასებას.1-5 ქულა.გამოსახავს ან ვერ გამოსახავს მარილის შედგენილობას.ქიმიური ფორმულით,მხოლოდ ცალკეულ შემთხვევაში.ადგენს ან ვერ ადგენს მარილის სახელწოდებას მხოლოდ ცალკეულ შემთხვევაში.შეუძლია ან არ შეუძლია მარილის ფორმულის ამოცნობა სხვა ნივთიერებათა ფორმულებს შორის მხოლოდ ცალკეულ შემთხვევაში
6-8ქულა-გამოსახავს მარილის შედგენილობას ქიმიური ფორმულით უმრავლეს შემთხვევაში.ადგენს მარილის სახელწოდებას უმრავლეს შემთხვევაში.შეუძლია ქიმიური ფორმულის მიხედვით მარილის ამოცნობა უმრავლეს შემთხვევაში
9-10ქულა-გამოსახავს მარილის შედგენილობას ქიმიური ფორმულით ნებისმიერ შემთხვევაში.ადგენს მარილის სახელწოდებას ნებისმიერ შემთხვევაში.შეუძლია ქიმიური ფორმულის მიხედვით მარილის ამოცნობა ნებისმიერ შემთხვევაში
8)საკლასო მენეჯმენტი საგანმანათლებლო რესურსი-სახელმძღვანელო,რვეული,თვალსაჩინო მასალა,ცარცი,დაფა,პერიოდულობის სისტემა.მარილების ნიმუშების გაცნობა.კომპიუტერი,პროექტორი.

No comments:

Post a Comment